Wednesday, August 10, 2011

თამარ კობახიძე

ჩემი ბავშვობა?..
ბავშვობა ძალიან კარგად მახსენდება, ხანდახან მენატრება...
მახსოვს... ბევრი რამ მახსოვს, მაგრამ აქ გავიხსნებ...  რატომღაც ხშირად ვეცემოდი ძირს და მუხლები სულ გადაგლეჯილი მქონდა _ ეს მაწუხებდა ძალიან და... კიდევ, სურათების გადაღება არ მიყვარდა, ბევრ სურათში მოღუშული სახით ვიმზირები...

მე ასეთი ?..

ხათუნა კობახიძე


ჩემი   ბავშვობა

 დავიბადე ამბროლაურის რაიონის ძალიან ლამაზ სოფელში–ზემო თლუღში 1969 წლის 29 ივლისს. სახელი დამარქვა ჩემზე რვა წლით უფროსმა ძმამ. ბავშვობაში ძალიან ლამაზი თმა მქონდა–ღია ოქროსფერი და ხუჭუჭი, რაზედაც გული მწყდება. ლამაზი და ბედნიერი ბავშვობა მქონდა, ძალიან მიყვარდა წყალში ჭყუმპალაობა, ლახტაობა, რეზინობანა, თოჯინებით თამაში ... ერთი სიტყვით სხვებისგან გამორჩეული ბავშვობა არ მქონდა.      

შორენა გეგეშიძე

ჩემი  ბავშვობა
დავიბადე  1972  წლის  31  მაისს , რაჭის  ულამაზეს  სოფელ  ნიკორწმინდაში,პედაგოგის  ოჯახში.როგორც  ვიცი , სახელი შემირჩია  ჩემმა საყვარელმა  ბიძამ  თემურ დვალმა, რომელსაც  დღემდე  არ ავიწყდება  ჩემი  დაბადების  დღე. მყავს ერთი და , ძმა –რომელიც  ჩემი გაზრდილი  იყო,სამწუხაროდ დამეღუპა.ბავშვობაში   ძალიან  ლამაზი  და ცელქი ვიყავი .დავდიოდი  საბავშვო ბაღში, სადაც დედა გამგედ მუშაობდა.
არ მიყვარდა  სუპი  და  სულ  ვეხვეწებოდი დედას არ მეჭამა.მყავდა ბევრი მეგობარი,ბებო  ყოველ  დილით  თმებს ლამაზად  მიკეთებდა.ძალიან  მიყვარდა  სიმღერა ,სულ ჩემით  ვსწავლობდი  დაკვრას  სხვადასხვა  ინსტრუმენტებზე. შევედი ნიკორწმინდის  საშუალო სკოლაში,ვიყავი აქტიური  მოსწავლე  და დავამთავრე  წარმატებით.

მარინა გოცირიძე

ჩემი ბავშვობა
დავიბადე ქალაქ ტყიბულში 1958 წელს.ვიზრდებოდი ორ დასთან და ძალიან მზრუნველ მშობლებთან ერთად.
  1965 წელს შევედი ქ. ტყიბულის N1 საშუალო სკოლაში, რომელიც დავამთავრე 1975 წელს.ძალიან საინტერესო და ხალისიანი ბავშვობა მქონდა. მე, ჩემს დებს და ჩვენს მეგობრებს გვიყვარდა სწავლაც და გართობაც.საღამოობით, როცა უკვე გაკვეთილების სწავლას მოვრჩებოდით, ვიკრიბებოდით ჩვენი სახლის ფართო აივანზე. როცა წამოვიზარდეთ ყველაზე დიდ დროს ვხარჯავდით წაკითხული მხატვრული ლიტერატურის გარჩევაში. ერთმანეთს ვუზიარებდით აზრებს და ჩვენ შეხედულებებს და ვფიქრობ, ამან დიდი როლი შეასრულა ჩვენი პიროვნების სწორად ფორმირებაში.წაკითხულის შსახებ მსჯელობით გულს რომ ვიჯერებდით გამოვიტანდით გიტარას,ფანდურს,აკორდეონს და შესაშურად ვმხიარულობდით. მე და ჩემი დები ძალიან კარგად ვმღეროდით. ასევე ჩვენი მეგობრებიც.
     კვირაში ერთხელ მივდიოდით კინოში ფილმის სანახავად. წინასწარ გვქონდა შეძენილი თეატრის სააბონენტო ბილეთები და ყველა სპექტაკლს ვესწრწბოდით. ეს დიდ ბედნიერებად მიმაჩნდა.ტყიბულის თეატრს შესანიშნავი მსახიობები ჰყავდა.
     ქალაქში ფუნქციონირებდა მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლე, სადაც საინტერესო წრეებში ვიყავით გაერთიანებულები.
      ყოველი სასწავლო წლის ბოლოს ტარდებოდა მხატვრული შემოქმედებითი  ოლიმპიადები, რომელშიც ქალაქის ყველა სკოლა მონაწილეობდა. ამ ოლიმპიადისთვის მთელი წელი ვემზადებოდით.ვიყავით ძალიან ბედნიერები.
      ზაფხულის არდადეგებს ვატარებდი რაჭაში, სოფელ თლუღში ბიძაშვილებთან ერთად.
      ბავშვობა თითქმის მაშინ მთავრდება, როცა მშობლებიდან მიდიხარ და ცხოვრების ახალ  გზას დაადგები. ჩემს ცხოვრებაში ამ გზის დასაწყისი იყო სტუდენტობა.
                        მარინა გოცირიძე
                       2011წელი

ეკა ღოღობერიძე


ჩხერის ციხე

გავიზარდე ხარაგაულის რაიონის სოფელ საღანძილეში. ჩემი სოფელი ულამაზესია. მიყვარს ძალიან და მენატრება. მყავს სამი და და ერთი ძმა. ვიყავი ძალიან ცელქი და მოუსვენარი. მიყვარდა ხეზე ასვლა, ტყეში სიარული, ვაგროვებდი ნაძვის კევს. ვსწავლობდი საღანძილის სკოლაში. ვიყავი აქტიური მოსწავლე, ვიღებდი მონაწილეობას ყველა სასკოლო ღონისძიებაში. მიყვარს სიმღერა, ჩემს ოჯახში თითქმის ყველა წევრი მღერის და ძალიან კარგად მახსოვს, ბავშვობაში როგორ გვასწავლიდა მამა ხალხურ სიმღერებს. ზაფხული ძალიან მიყვარდა და თითქმის ჩემ სოფელში ვატარებდი. ვსწავლობდი კარგად. სასკოლო საგნებიდან მიყვარდა ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა.
ყველაზე კარგი პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში ბავშვობაა.

ჩემი ბავშვობა


Tuesday, August 9, 2011

მალხაზ ჩიკვაიძე

მე დავიბადე ამბროლაურის რაიონის სოფ. ჭრებალოში.
1976 წ. დავამთავრე ჭრებალოს საშუალო სკოლა.ბავშვობაში ვიყავი ძალიან ცელქი ბავშვი.
მიყვარდა მდინარე ასკზე საბანაოდ და სათევზაოდ წასვლა.