Monday, August 8, 2011

ინგა მელაშვილი–გოგობერიშვილი

დავიბადე ასურეთში. ვიზრდებოდი ჩემს დასთან ერთად, რომელიც ერთი წლით იყო ჩემზე დიდი. ვერ ვიტყვი უზრუნველი ბავშვობა მქონდა, მაგრამ ცხოვრებაში ამაზე კარგი ხანა არ არსებობს. ჩემი მახსოვრობა იწყება იქედან, რომ საშინლად არ მიყვარდა საბავშვო ბაღი, ყოველ დღე ტირილით და ფეხების ფხარკალით მიმათრევდნენ საბავშვო ბაღში. სკოლაში შესვლა ძალიან მიხაროდა რადგან ბაღში აღარ ვივლიდი. ძალიან კარგი დაწყებითი კლასის მასწავლებელი მყავდა, რომელმაც შემაყვარა სკოლა.

No comments:

Post a Comment