ჩემი ბავშვობა
დავიბადე 1972 წლის 31 მაისს , რაჭის ულამაზეს სოფელ ნიკორწმინდაში,პედაგოგის ოჯახში.როგორც ვიცი , სახელი შემირჩია ჩემმა საყვარელმა ბიძამ თემურ დვალმა, რომელსაც დღემდე არ ავიწყდება ჩემი დაბადების დღე. მყავს ერთი და , ძმა –რომელიც ჩემი გაზრდილი იყო,სამწუხაროდ დამეღუპა.ბავშვობაში ძალიან ლამაზი და ცელქი ვიყავი .დავდიოდი საბავშვო ბაღში, სადაც დედა გამგედ მუშაობდა.
არ მიყვარდა სუპი და სულ ვეხვეწებოდი დედას არ მეჭამა.მყავდა ბევრი მეგობარი,ბებო ყოველ დილით თმებს ლამაზად მიკეთებდა.ძალიან მიყვარდა სიმღერა ,სულ ჩემით ვსწავლობდი დაკვრას სხვადასხვა ინსტრუმენტებზე. შევედი ნიკორწმინდის საშუალო სკოლაში,ვიყავი აქტიური მოსწავლე და დავამთავრე წარმატებით.
No comments:
Post a Comment