დავიბადე ქალაქ ონში, ვიზრდებოდი სოფელ სორში. მშვენიერი ბავშვობა მქონდა. ოჯახი მრავალრიცხოვანი გვქონდა და საქმეც სწორად განაწილებული. ცუდი კვალი დაატყო ოჯახს 1989 წლის მიწისძვრამ. ჩემი პირველი ტკივილი კი ერთმა ავარიამ გამოიწვია, როცა ჩემი თანაკლასელი,მეგობარი გოგო ჩემს თვალწინ დაიღუპა..ამან ისე იმოქმედა ჩემზე, რომ მისი მეხსიერებიდან წაშლა ვერანაირმა კარგმა და ცუდმა ვეღარ შეძლო. მაშინ მეათე კლასში ვიყავი.
ბავშვობაში ბევრი კურიოზიც მქონია. მყავდა არაჩვეულებრივი მეგობრები, რომლებთან ერთადაც მიცელქია და ხილიც მომიპარავს. ყველაფრის გახსენება რომ დავიწყო ბევრი გამოვა და მოყოლის პროცესში მომიწევს დაბერება. იქნებ არც გაინტერესებდეთ. ამიტომ აქ დაგემშვიდობებით.

No comments:
Post a Comment