ჩემი ბავშვობა
1965 წელს შევედი ქ. ტყიბულის N1 საშუალო სკოლაში, რომელიც დავამთავრე 1975 წელს.ძალიან საინტერესო და ხალისიანი ბავშვობა მქონდა. მე, ჩემს დებს და ჩვენს მეგობრებს გვიყვარდა სწავლაც და გართობაც.საღამოობით, როცა უკვე გაკვეთილების სწავლას მოვრჩებოდით, ვიკრიბებოდით ჩვენი სახლის ფართო აივანზე. როცა წამოვიზარდეთ ყველაზე დიდ დროს ვხარჯავდით წაკითხული მხატვრული ლიტერატურის გარჩევაში. ერთმანეთს ვუზიარებდით აზრებს და ჩვენ შეხედულებებს და ვფიქრობ, ამან დიდი როლი შეასრულა ჩვენი პიროვნების სწორად ფორმირებაში.წაკითხულის შსახებ მსჯელობით გულს რომ ვიჯერებდით გამოვიტანდით გიტარას,ფანდურს,აკორდეონს და შესაშურად ვმხიარულობდით. მე და ჩემი დები ძალიან კარგად ვმღეროდით. ასევე ჩვენი მეგობრებიც.
კვირაში ერთხელ მივდიოდით კინოში ფილმის სანახავად. წინასწარ გვქონდა შეძენილი თეატრის სააბონენტო ბილეთები და ყველა სპექტაკლს ვესწრწბოდით. ეს დიდ ბედნიერებად მიმაჩნდა.ტყიბულის თეატრს შესანიშნავი მსახიობები ჰყავდა.
ქალაქში ფუნქციონირებდა მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლე, სადაც საინტერესო წრეებში ვიყავით გაერთიანებულები.
ყოველი სასწავლო წლის ბოლოს ტარდებოდა მხატვრული შემოქმედებითი ოლიმპიადები, რომელშიც ქალაქის ყველა სკოლა მონაწილეობდა. ამ ოლიმპიადისთვის მთელი წელი ვემზადებოდით.ვიყავით ძალიან ბედნიერები.
ზაფხულის არდადეგებს ვატარებდი რაჭაში, სოფელ თლუღში ბიძაშვილებთან ერთად.
ბავშვობა თითქმის მაშინ მთავრდება, როცა მშობლებიდან მიდიხარ და ცხოვრების ახალ გზას დაადგები. ჩემს ცხოვრებაში ამ გზის დასაწყისი იყო სტუდენტობა.
მარინა გოცირიძე
2011წელი
No comments:
Post a Comment