Friday, August 12, 2011

ჩემი ბავშვობა

 პროექტი:  ჩემი ბავშვობა;
პროექტის მთავარი იდეა: ტრენინგის მონაწილეებმა ერთმანეთს გააცნონ თავიანთი ბავშვობის შესახებ;
პროექტის აქტუალობა: ტრენინგის მონაწილეები კარგად გაიცნობენ ერთმანეთს;
პროექტის მიზნები: პროექტის მონაწილეებს მომავალში გაუადვილდეთ საკუთარ პროექტებზე მუშაობა;
მონაწილეთა ასაკი: ამბროლაურის  N2 საჯარო სკოლაში მიმდინარე ისტ ტრენინგების მონაწილე პედაგოგები;
ვადები:   4 დღე;
მოსალოდნელი შედეგები: შეიქმნება ბლოგი ტრენიგის მონაწილეთა ჩანაწერებით;
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: პროექტის მონაწილის ბავშვობის სურათი, კომპიუტერი, ინტერნეტი,  პროგრამა MS Word;
პროექტის მსვლელობა: პროექტის მონაწილეები საკუთარი ბავშვობიდან იხსენებენ მათთვის და საზოგადოებისათვის საინტერესო ფაქტებს და ამ ინფორმაციას  ბავშვობის სურათებთან ერთად განათავსებენ ბლოგზე;
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პირდაპირ კავშირშია ისტ ტრენინგის კურსთან;
პროექტის ხელმძღვანელი: მაია ჯოხაძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: treningi09@gmail.com
პროექტის ბლოგი: http://ambrolauri2011.blogspot.com

ფიქრია მუსერიძე


ფიქრია მუსერიძე – „ჩემი ბავშვობა“                                                   
   დავიბადე  ამბროლაურის რაიონის სოფელ თლუღში 1974 წლის 8 ნოემბერს.ჩემი მშობლები მასწავლებლები იყვნენ,ამიტომ რაც მახსოვრობა მაქვს სულ სკოლაში ვარ,იგივე სკოლაში ვმუშაობ რომელშიც ჩემი მშობლები მუშაობდნენ.ვიზრდებოდი ორ დასთან ერთად.მყავს  ბავშვობის  დროინდელი ბევრი მეგობარი, მათთან ერთად ძალიან მხიარულად ვატარებდი დროს. ბავშვობაში ბევრს ვკითხულობდი და კარგად ვსწავლობდი , მაგრამ გართობაც ძალიან მიყვარდა.საერთოდ ძალიან ბედნიერი და ჰარმონიული ბაშვობა მქონდა.

Thursday, August 11, 2011

თინათინ მაჭანკალაძე


დავიბადე ქ. ამბროლაურში 1981 წელს.  ვიზრდებოდი მშობლებთან და დასთან ერთად ორი წლის ასაკიდან  დავდიოდი ამბროლაურის N2 საბავშვო ბაღში.1987 წელს შევედი ამბროლაურის N2 საშუალო სკოლაში, რომელიც დავამთავრე 1998 წელს.ძალიან მიყვარდა ჩემი კლასი და მეგობრები.მქონდა მხიარული ბავშვობა.სკოლის პარალელურადვცეკვავდი ამბროლაურის კულტურის სახლთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ „თარიკონში“. ჩვენი ანსამბლი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა რესპუბლიკურ ფესტივალში. ძალიან მენატრება ბავშვობის  ეს პერიოდი.

ქეთო გვენცაძე


დავიბადე 1969 წლის 7 ივნისს ამბროლაურის რაიონის სოფელ თლუღში.ვიზრდებოდი მშობლებთან და და–ძმასთან ერთად.მქონდა ძალიან უდარდელი და უზრუნველი ბავშვობა.ჩემი საყვარელი ადგილი იყო სახლი და სკოლა.ძალიან მიყვარდა ახლობლებისა და მეგობრების წრეში ყოფნა.მყავდა ბევრი კარგი მეგობარი.ვიყავი ცოტა მორცხვი და ამავე დროს ცელქიც.ბავშვობა ყოველთვის ტკბილად მომაგონდება. 

შორენა სანთელაძე

დავიბადე ქ თბილიში.დავამთავრე 71-ე საშუალო სკოლა.ბავშვობა მქონდა ძალიან ლამაზი მიყვარდა მეგობრებთან ერთად ყოფნა და თამაში.ვიყავი ძალიან ცელქი და მხიარული ბავშვი.

Wednesday, August 10, 2011

თამაზ სურგულაძე

თამაზ სურგულაძე



ნანი ბეშიძე

ჩემი ბავშვობა



დავიბადე რაჭის ულამაზეს სოფელში.ხვავითა და ბარაქით სავსე თვეში.სიყვარულით სავსე ოჯახში.ყველაზე პატარა  გოგონას დიდი მზრუნველობით და სიყვარულით „ფოფინებით“ მზრდიდნენ,რადგან ჩემი და–ძმანი უკვე დაოჯახებული იყო,.მე თავს ვგრძნობდი,როგორც დედისერთა,(რადგან მათთან ერთად ერთი დღეც არ მითამაშნია),მაგრამ სამაგიეროდ   „მშობლები“ კი ბევრი მყავდა,ისინი თავიანთ შვილებთან ერთად  მზრუნველობით მზრდიდნენ.ჩემი ბავშვობა  „ოქროს“ ხანა იყო.

თამარ კობახიძე

ჩემი ბავშვობა?..
ბავშვობა ძალიან კარგად მახსენდება, ხანდახან მენატრება...
მახსოვს... ბევრი რამ მახსოვს, მაგრამ აქ გავიხსნებ...  რატომღაც ხშირად ვეცემოდი ძირს და მუხლები სულ გადაგლეჯილი მქონდა _ ეს მაწუხებდა ძალიან და... კიდევ, სურათების გადაღება არ მიყვარდა, ბევრ სურათში მოღუშული სახით ვიმზირები...

მე ასეთი ?..

ხათუნა კობახიძე


ჩემი   ბავშვობა

 დავიბადე ამბროლაურის რაიონის ძალიან ლამაზ სოფელში–ზემო თლუღში 1969 წლის 29 ივლისს. სახელი დამარქვა ჩემზე რვა წლით უფროსმა ძმამ. ბავშვობაში ძალიან ლამაზი თმა მქონდა–ღია ოქროსფერი და ხუჭუჭი, რაზედაც გული მწყდება. ლამაზი და ბედნიერი ბავშვობა მქონდა, ძალიან მიყვარდა წყალში ჭყუმპალაობა, ლახტაობა, რეზინობანა, თოჯინებით თამაში ... ერთი სიტყვით სხვებისგან გამორჩეული ბავშვობა არ მქონდა.      

შორენა გეგეშიძე

ჩემი  ბავშვობა
დავიბადე  1972  წლის  31  მაისს , რაჭის  ულამაზეს  სოფელ  ნიკორწმინდაში,პედაგოგის  ოჯახში.როგორც  ვიცი , სახელი შემირჩია  ჩემმა საყვარელმა  ბიძამ  თემურ დვალმა, რომელსაც  დღემდე  არ ავიწყდება  ჩემი  დაბადების  დღე. მყავს ერთი და , ძმა –რომელიც  ჩემი გაზრდილი  იყო,სამწუხაროდ დამეღუპა.ბავშვობაში   ძალიან  ლამაზი  და ცელქი ვიყავი .დავდიოდი  საბავშვო ბაღში, სადაც დედა გამგედ მუშაობდა.
არ მიყვარდა  სუპი  და  სულ  ვეხვეწებოდი დედას არ მეჭამა.მყავდა ბევრი მეგობარი,ბებო  ყოველ  დილით  თმებს ლამაზად  მიკეთებდა.ძალიან  მიყვარდა  სიმღერა ,სულ ჩემით  ვსწავლობდი  დაკვრას  სხვადასხვა  ინსტრუმენტებზე. შევედი ნიკორწმინდის  საშუალო სკოლაში,ვიყავი აქტიური  მოსწავლე  და დავამთავრე  წარმატებით.

მარინა გოცირიძე

ჩემი ბავშვობა
დავიბადე ქალაქ ტყიბულში 1958 წელს.ვიზრდებოდი ორ დასთან და ძალიან მზრუნველ მშობლებთან ერთად.
  1965 წელს შევედი ქ. ტყიბულის N1 საშუალო სკოლაში, რომელიც დავამთავრე 1975 წელს.ძალიან საინტერესო და ხალისიანი ბავშვობა მქონდა. მე, ჩემს დებს და ჩვენს მეგობრებს გვიყვარდა სწავლაც და გართობაც.საღამოობით, როცა უკვე გაკვეთილების სწავლას მოვრჩებოდით, ვიკრიბებოდით ჩვენი სახლის ფართო აივანზე. როცა წამოვიზარდეთ ყველაზე დიდ დროს ვხარჯავდით წაკითხული მხატვრული ლიტერატურის გარჩევაში. ერთმანეთს ვუზიარებდით აზრებს და ჩვენ შეხედულებებს და ვფიქრობ, ამან დიდი როლი შეასრულა ჩვენი პიროვნების სწორად ფორმირებაში.წაკითხულის შსახებ მსჯელობით გულს რომ ვიჯერებდით გამოვიტანდით გიტარას,ფანდურს,აკორდეონს და შესაშურად ვმხიარულობდით. მე და ჩემი დები ძალიან კარგად ვმღეროდით. ასევე ჩვენი მეგობრებიც.
     კვირაში ერთხელ მივდიოდით კინოში ფილმის სანახავად. წინასწარ გვქონდა შეძენილი თეატრის სააბონენტო ბილეთები და ყველა სპექტაკლს ვესწრწბოდით. ეს დიდ ბედნიერებად მიმაჩნდა.ტყიბულის თეატრს შესანიშნავი მსახიობები ჰყავდა.
     ქალაქში ფუნქციონირებდა მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლე, სადაც საინტერესო წრეებში ვიყავით გაერთიანებულები.
      ყოველი სასწავლო წლის ბოლოს ტარდებოდა მხატვრული შემოქმედებითი  ოლიმპიადები, რომელშიც ქალაქის ყველა სკოლა მონაწილეობდა. ამ ოლიმპიადისთვის მთელი წელი ვემზადებოდით.ვიყავით ძალიან ბედნიერები.
      ზაფხულის არდადეგებს ვატარებდი რაჭაში, სოფელ თლუღში ბიძაშვილებთან ერთად.
      ბავშვობა თითქმის მაშინ მთავრდება, როცა მშობლებიდან მიდიხარ და ცხოვრების ახალ  გზას დაადგები. ჩემს ცხოვრებაში ამ გზის დასაწყისი იყო სტუდენტობა.
                        მარინა გოცირიძე
                       2011წელი

ეკა ღოღობერიძე


ჩხერის ციხე

გავიზარდე ხარაგაულის რაიონის სოფელ საღანძილეში. ჩემი სოფელი ულამაზესია. მიყვარს ძალიან და მენატრება. მყავს სამი და და ერთი ძმა. ვიყავი ძალიან ცელქი და მოუსვენარი. მიყვარდა ხეზე ასვლა, ტყეში სიარული, ვაგროვებდი ნაძვის კევს. ვსწავლობდი საღანძილის სკოლაში. ვიყავი აქტიური მოსწავლე, ვიღებდი მონაწილეობას ყველა სასკოლო ღონისძიებაში. მიყვარს სიმღერა, ჩემს ოჯახში თითქმის ყველა წევრი მღერის და ძალიან კარგად მახსოვს, ბავშვობაში როგორ გვასწავლიდა მამა ხალხურ სიმღერებს. ზაფხული ძალიან მიყვარდა და თითქმის ჩემ სოფელში ვატარებდი. ვსწავლობდი კარგად. სასკოლო საგნებიდან მიყვარდა ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა.
ყველაზე კარგი პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში ბავშვობაა.

ჩემი ბავშვობა


Tuesday, August 9, 2011

მალხაზ ჩიკვაიძე

მე დავიბადე ამბროლაურის რაიონის სოფ. ჭრებალოში.
1976 წ. დავამთავრე ჭრებალოს საშუალო სკოლა.ბავშვობაში ვიყავი ძალიან ცელქი ბავშვი.
მიყვარდა მდინარე ასკზე საბანაოდ და სათევზაოდ წასვლა.

მანანა კობახიძე

დავიბადე სოფ. ბუგეულში. 1957წ. დავამთავრე ბუგეულის საშუალო სკოლა. მქონდა მშვენიერი ბავშვობა.მყავდა კარგი მეგობრები. ძალიან მიყვარდა თამაში. კარგადაც ვსწავლობდი. ვიყავი ძალიან მორცხვი და გაუბედავი. ვმღეროდი სკოლის გუნდში.განსაკუთრებიტ მიყვარდა ბიოლოგია და გამოვედი კიდევაც ბიოლოგი.

ქეთინო გორდეზიანი

მე დავიბადე სოფელ ჭრებალოში 1963 წლის 19 მაისს. სკოლაში შევედი 1970 წელს და დავამთავრე 1980 წელს.მქონდა ჩვეულებრივი ბავშობა არაფრით გამორჩეული. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გავაგრძელე ქ. ქუთაისის სამუსიკო სასწავლებელში. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მალე დაოჯახდი, მყავს ერთი შვილი.

ნარი ღოღელიანი

ვიყავი ლანაზი და გონიერი. სკოლაში ვსწავლობდი ფრიადზე. კარგად ვმღეროდი და
ვწერდი  ლექსებს. განსაკუთრებით მიყვარდა ქართულის, ისტორიის და  მათემატიკის გაკვეთილები. არ მიყვარდა ფიზ–რა. ბავშვებთან  ხშირად არ ვთამაშობდი ,რადგან  გაკვეთილების სწავლის შემდეგ ვკითხულობდი კლასგარეშე ლიტერატურას.

თამრიკო ჩაჩხუნაშვილი

დავიბადე და გავიზარდე  საქარველოს არაჩვეულებრივ მხარეში-რაჭაში.ბავშვობა ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი პერიოდია. სკოლაში გატარებული წლები კი-ლაღი და უდარდელი. 

ნდოლიძე

დავიბადე სოფელ ჭრებალოში. მქონდა მშვიდი და წყნარი ბავშვობა. ვიყავი ძალიან მეგობრული ბავშვი,ჩუმი,წყნარი და უპრენტეზიო.დავდიოდი საბავშვო ბაღში.მიყვარდა  სიმღერა და ხატვა.როცა სკოლაში შევედი გამოვირჩეოდი კარგი სწავლით.

მაია ლეშკაშელი


დავიბადე1982 წელს ცაგერის რაიონ სოფ ლაილაში.აქვე დავამთავრე საშ.სკოლა. მყავდა და მყავს უფროსი და ძმა მქონდა ლამაზი ბავშვობა.ვიყავი ცელქი მქგრამ ამავდროულად მორიდებული.ძალიან მიყვარდა  ვსწალობდი ქარტულ ლიტერატურას და ისტორიას განსაკუტრებით მიყვარდა  და მიყვარს პოეზია.

მაკა გაგოშიძე

დავიბადე 1970 წლის 16 ნოემბერს, სოფ ჭრებალოში. დედაჩემი და მამაჩემი აღფრთოვანებული შეხვედრილან პირველი შვილის დაბადებას, ბაბუაჩემი კი,–ყურებჩამოყრილი –  მეხუთე გოგო შვილიშვილის გაჩენას.(არიქა გვარს გაგრძელება ხომ უნდოდა!).

ლალი სანთელაძე

დავიბადე 1975 წლის 27 სექტემბერს სოფელ ჭრებალოში. მქონდა ძალიან კარგი ბავშვობა და ვიყავი ბედნიერი ბავშვი. მყავდა საოცრად  მოსიყვარულე მამა, სამწუხაროდ იგი ჩემს გვერდით აღარ არის.  მყავს მზრუნველი დედა, რომელიც დღემდე აგრძელებს ჩემზე ზრუნვას, მიუხედავად იმისა რომ მყავს მეუღლე და ორი შვილი. მყავს ჩემზე უმცროსი ძმა და და.

ლენა გოგსაძე

ბავშვობაში ძალიან ვგავდი ბიჭს .თმები ნელა მეზრდებოდა .ჩემი თანატოლები ბანტებით დაჰყავდათ ,მე კი პატარა კიკინას გამიკეთებდნენ და იმასაც ვიგლეჯდი. ორჯერ ზედიზედ
.გადამპარსეს. ჯერ საპარსი მანქანით, შემდეგ სამართებლით. შედეგად ამომივიდა სქელი  და წაბლისფერი თმა. აჩემებული მქონდა ერთი ძველი სავარძელი . ფეხი ჰქონდა მოტეხილი
და ყანყალებდა .ბაბუას უნდოდა შეეკეთა, მაგრამ ფეხი სულ მოატეხა და ფარდულში შეაგდეს. თურმე სულ ვეძებდი და ვტიროდი . ბოლოს იძულებულები გახდნენ, რომ შეეკეთათ და დაედგათ ძველ ადგილსე.სიხარულისგან თურმე ხტომიალი დამიწყია,

გივი ენუქიძე

         დავიბადე 1960 წლის ოთხ აპრილს.მერვე შვილი ვიყავი, ბიჭი. ამის გამო სათუთად მზრდიდნენ,ხშირად ავადმყოფობდი.შვიდი წლის შევედი ველევის რვაწლიან სკოლაში.მე–5 კლასამდე ვიყავი წარჩინებული მოსწავლე, შემდეგ კი აურიე სწავლას რადგან მეწვია პირველი სიყვარული. დღევანდელი გადასახედიდან ვთვლი, რომ ცუდი ბავშვობის წლები არ მქონია.

ბაბილინა მესხაძე

ჩემი ბავშვობა
დავიბადე 1955 წლის 24 ნოემბერს სოფელ ჩორჯოში ვიზრდებოდი მრავალ სულიან ოჯახში მყავდა მზრუნველი დედ–მამა ვსწავლობდი ჩორჯოშის კოლაშიმე–კლასამდ  მე–5 კლასიდან მამიდამ სასწავლებლად წამიყვანა წყალტუბოში ხშირად დავყავდი სხვადასხვა კურორტებზე კინოში თეატრში ცირკში, ვყავი ოპერაშიც დავდიოდი ჭადრაკის წრეში მე–10 კლასში დამეჩუპა დედა დამრჩა სამი მცირე ასაკის  და ძმა გახდნენ ჩემი მოსავლელი და აქ დამთავრდა ჩემი ბავშვობა.



ინგა ჯოხაძე

დავიბადე ერთ–ერთ ულამაზეს კუთხეში,რაჭაში 1969 წლის 7 ნოემბერს.ვიყავი ძალიან ცელქი და მოუსვენარი ბავშვი.დავდიოდი საბავშვო ბაღში,რომელიც არ მომწონდა რადგან ფაფებს ვერ ვიტანდი.სამაგიეროდ ძალიან მომეწონა სკოლა.ამიტომ ვიყავი მოწესრიგებული და კარგი მოსწავლე. ჩემი ბავშობა მთლიანად უკავშირდება ჩემს საყვარელ ადამიანებს, რომლებიც დღეს სამწუხაროდ ცოცხლები აღარ არიან.

მელანო ლობჯანიძე

დავიბადე ბაღდათის რაიონში.3 წლამდე ვცხოვრობდი აღნიშნულ რაიონში,შემდეგ ჩემს მშობლებთან და დასთან ერთად საცხოვრებლად გადმოვედით ამბროლაურში.
ვიყავი ძალიან ცელქი ბავშვი.მიმძიმს ჩემი ბავშვობის გახსენება,რადგან ეს ყველაფერი ასოცირდება ჩემს მშობლებთან, რომლებიც სამწუხაროდ ცოცხლები აღარ არიან.მაპატიეთ.

ნანა ბოჭორიშვილი

დავიბადე ქალაქ ამბროლარში,#1საავადმყოფოში.ბავშვობიდან ვარ ძალიან წყნარი და მშვიდი  ადამიანი, თან ვარ ცოტა მოუხერხებელი.როცა სადმე წავიდოდნენ ბავშვები ყოველთვის ვიკარგებოდი და სულ ჩემზე ძებნა ცხადდებოდა.არ მიყვარს მოჩხუბარი ადამიანები.არ ვიცოდი ხეზე სიარული(არც ახლა)სულ იმის ოცნება მქონდა ბლის ხის წვეროზე ავსულიყავი და იქ მეჭამა ბალი.ვიყავი ძალიან კარგი მჭამელი ბავშვი.რაც აისახა კიდეც.ამჟამად ვცხოვრობ  სოფელ ძირაგეულში.მიყვარს ჩემი სოფელი და ჩემი პროფესია.

თეონა მაცაბერიძე

დავიბადე რაჭაში, ბავშვობაში ჭკვიანიც ვყოფილვარ და ცელქიც. ძალიან მიყვარდა ჩემს დედმამიშვილებთან და მეგობრებთან გართობა. მიყვარდა  და ახლაც ძალიან მიყვარს ბუნებაში გასეირნება.

მანანა რატიანი

მინდა ჩემს სკოლაში ბევრი ბავშვი სწავლობდეს.  ჩემი ბავშვობა ბედნიერი ხანა იყო,  არ გვაკლდა არაფერი,  მათხოვარ ბავშვს ვინ ნახავდა,  ახლა სასოწარკვეთამდე მივდივარ,  ამ  ბავშვების შემხედვარე.  მინდა გულში ჩავიკრა და ცოტაოდენი სითბო მივცე,  ისინი ხომ ამას ნატრობენ.

ბელა ლოთიშვილი

დავიბადე ქალაქ რუსთავში. ქალაქ გორში დავამთავრე სკოლა. პატარაობიდან აღმომაჩნდა მუსიკის ნიჭი, ვმღეროდი საესტრადო და ხალხურ სიმღერებს,  ვუკრავ ფანდურს, გიტარას, ფორტეპიანოს.  მონაწილეობას  ვიღებდი  კონცერტებზე,   სკოლაში და ქალაქის ოლიმპიადებზე.შემდეგ ვსწავლობდი ქ.ქუთაისის სამუსიკო სასწავლებელში. ამჟამად ვასწავლი ბავშვებს მუსიკას.

Monday, August 8, 2011

ცაცა ბეშიძე

დავიბადე   ძალიან    ლამაზ    თვეში    მაისში–ვარდობის  თვეში. ყველაზე    ლამაზი    და    კარგი   რაც მახსენდება    ბავშვობაში იყო. ვიყავი    მხიარული   და    ლაღი,  იმიტომ    რომ    კარგი ცხოვრება   მქონდა.   ბავშვობის  წლებს ვატარებდი   პრესტიჟულ ბანაკებში.ამიტომ
განაკუტრებულად რომელიმე პერიოდს ვრ გამოვყოფდი.

ფიქრია ბერიშვილი

დავიბადე ქალაქ ონში,  ვიზრდებოდი  სოფელ სორში.  მშვენიერი ბავშვობა მქონდა.  ოჯახი მრავალრიცხოვანი  გვქონდა  და საქმეც  სწორად  განაწილებული.  ცუდი კვალი დაატყო  ოჯახს  1989 წლის  მიწისძვრამ.  ჩემი პირველი ტკივილი კი ერთმა  ავარიამ გამოიწვია,  როცა   ჩემი თანაკლასელი,მეგობარი გოგო ჩემს თვალწინ დაიღუპა..ამან ისე იმოქმედა ჩემზე,   რომ  მისი   მეხსიერებიდან  წაშლა   ვერანაირმა  კარგმა  და   ცუდმა  ვეღარ  შეძლო. მაშინ  მეათე კლასში  ვიყავი.
       ბავშვობაში  ბევრი  კურიოზიც  მქონია.   მყავდა  არაჩვეულებრივი  მეგობრები,  რომლებთან ერთადაც  მიცელქია  და  ხილიც  მომიპარავს.  ყველაფრის  გახსენება  რომ დავიწყო  ბევრი  გამოვა  და  მოყოლის  პროცესში  მომიწევს  დაბერება.  იქნებ  არც  გაინტერესებდეთ.   ამიტომ  აქ  დაგემშვიდობებით.

ინგა მელაშვილი–გოგობერიშვილი

დავიბადე ასურეთში. ვიზრდებოდი ჩემს დასთან ერთად, რომელიც ერთი წლით იყო ჩემზე დიდი. ვერ ვიტყვი უზრუნველი ბავშვობა მქონდა, მაგრამ ცხოვრებაში ამაზე კარგი ხანა არ არსებობს. ჩემი მახსოვრობა იწყება იქედან, რომ საშინლად არ მიყვარდა საბავშვო ბაღი, ყოველ დღე ტირილით და ფეხების ფხარკალით მიმათრევდნენ საბავშვო ბაღში. სკოლაში შესვლა ძალიან მიხაროდა რადგან ბაღში აღარ ვივლიდი. ძალიან კარგი დაწყებითი კლასის მასწავლებელი მყავდა, რომელმაც შემაყვარა სკოლა.

მაია ჯელაძე


 დავიბადე ამბროლაურის რაიონში. აქვე გავატარე ჩემი ბავშვობის უდარდელი და საუკეთესო წლები. როგორც გადმოცემით ვიცი ვიყავი ძალიან ჯიუტი და მტირალა ბავშვი,
რის გამოც ხშირად ვანერვიულებდი ჩემს ახლობლებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი უარყოფითი ემოციები ბავშვობაში დავტოვე.
   

ნათია რატიანი– ნატმელაძე

დავიბადე ამბროლაურში. დავდიოდი საბავშვო ბაღში.ვიყავი ძალიან ცელქი და კაპრიზი, რასაც მოვისურვებდი აუცილებლად უნდა შეესრულებინათ. მამა იყო მძღოლი და ხშირად ურავის რეისზე დავყვებოდი, რადგან ურავში იყო სასადილო სადაც სგუშონი ჰქონდათ სულ. ერთხელ მამას დავემალე უკანა სკამებში და თავი ამოვყავი ურავში, სასდილოში მითხრეს სგუშონი აღარ გვაქვსო. მე გამოვაღე კარადა , სადაც ინახავდნენ სგუშონს –გამოვიღე და წამოვიღე სახლში. ასეთი ცელქი და მოუსვენარი ვიყავი.................

ნანი კერესელიძე

ვიყავი ძალიან ცელქი ამასთანვე ვმეგობრობდი ბაბუასთან რომელიც მასწავლიდა უცხო ენებს და მიყვებოდა რაჭის შესახებ საინტერესო ამბებს. ჩემი პროფესია არის გენეტიკური საახლობლო ძირითადად არის ტექნიკური სპეციალობით.ვსწავლობდი დაწყებითში კლასკომპლექტში სწავლაში მეხმარებოდა მე–5 კლასამდე დედა .მის შემდეგ ვიყავი დამოუკიდებელი.

მაია ნიკოლაშვილი

ყველაზე ბედნიერი ხანა ჩემს ცხოვრებაში ჩემი ბავშვობაა:ვიყავი ყველაზე ბედნიერი და განებივრებული ბავშვი, რადგან ოჯახში პირველი შვილი ვიყავი. ხასიათით ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ვიყავი, თუმცა ბავშვური სიცელქე მეც მქონდა.ზოგჯერ როცა რამეს გავაფუჭებდი უმცროს დას ვაბრალებდი და ხშირად მიჯერებდნენ, რადგან ძალიან მოწესრიგებული ბავშვი ვიყავი და ვერ იჯერებდნენ, რომ მე შემეძლო იმის გაფუჭება, რასაც დას ვაბრალებდი.ახლა ძალიან მეცინება ჩემს საქციელზე

მაკა დვალი

დავიბადე ქ.ტყიბულში. სადაც ვიზრდებოდი სკოლის ასაკამდე. სკოლა დავამთავრე ამბროლაურში. ბავშვობა გავატარე რაჭაში საკმაოდ მხიარულად. ვიყავი ზომიერად ცელქი.მალე გავიზარდე და რაღაც ვეღარ ვმხიარულობ.

რუსუდან რეხვიაშვილი

დავიბადე ადიგენის რაიონში სოფელ მოხეში მოსამსახურეთა ოჯახში. ვთვლი, რომ ბედნიერი ადამიანი ვარ, თუნდაც იმის გამო, რომ ღმერთმა დამანათლა უაღრესად მოსიყვარულე გული; ვთვლი, რომ ეს ყველაზე დიდი ადამიანური ნიჭია. (პატივმოყვარეობაში არ ჩამომართვათ).ორი წლის ასაკში ვზრუნავდი ავადმყოფ ბებიაზე და იმ დროიდან მოყოლებული ვზრუნავ ჩემს ირგვლივ მყოფებზე და ასე გაგრძელდება სანამ ვიარსებებ ამ ქვეყანაზე.

ელზა ფარჯიანი

დავიბადე 1984 წლის 24 თებერვალს ამბროლაურის რაიონში.დავდიოდი ნიკორწმინდის საბავშვო ბღში,რომელიც საშინლად არ მიყვარდა.I, II, III კლასი ვსწავლობდი ქ. ქუთაისში.დავამთავრე ნიკორწმინდის საშუალო სკოლა,შემდეგ თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი და დღეს ვარ მასწავლებელი .
    ზოგადად ვიყავი ძალინ ჯიუტი და თავისებური ბავშვი.ვიყავი ინტერესიანი და ეს ჩემი ინტერესი გამოიხატებოდა  ყველაფრის დაშლით და გაფუჭებით.