Friday, August 12, 2011

ჩემი ბავშვობა

 პროექტი:  ჩემი ბავშვობა;
პროექტის მთავარი იდეა: ტრენინგის მონაწილეებმა ერთმანეთს გააცნონ თავიანთი ბავშვობის შესახებ;
პროექტის აქტუალობა: ტრენინგის მონაწილეები კარგად გაიცნობენ ერთმანეთს;
პროექტის მიზნები: პროექტის მონაწილეებს მომავალში გაუადვილდეთ საკუთარ პროექტებზე მუშაობა;
მონაწილეთა ასაკი: ამბროლაურის  N2 საჯარო სკოლაში მიმდინარე ისტ ტრენინგების მონაწილე პედაგოგები;
ვადები:   4 დღე;
მოსალოდნელი შედეგები: შეიქმნება ბლოგი ტრენიგის მონაწილეთა ჩანაწერებით;
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: პროექტის მონაწილის ბავშვობის სურათი, კომპიუტერი, ინტერნეტი,  პროგრამა MS Word;
პროექტის მსვლელობა: პროექტის მონაწილეები საკუთარი ბავშვობიდან იხსენებენ მათთვის და საზოგადოებისათვის საინტერესო ფაქტებს და ამ ინფორმაციას  ბავშვობის სურათებთან ერთად განათავსებენ ბლოგზე;
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პირდაპირ კავშირშია ისტ ტრენინგის კურსთან;
პროექტის ხელმძღვანელი: მაია ჯოხაძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: treningi09@gmail.com
პროექტის ბლოგი: http://ambrolauri2011.blogspot.com

ფიქრია მუსერიძე


ფიქრია მუსერიძე – „ჩემი ბავშვობა“                                                   
   დავიბადე  ამბროლაურის რაიონის სოფელ თლუღში 1974 წლის 8 ნოემბერს.ჩემი მშობლები მასწავლებლები იყვნენ,ამიტომ რაც მახსოვრობა მაქვს სულ სკოლაში ვარ,იგივე სკოლაში ვმუშაობ რომელშიც ჩემი მშობლები მუშაობდნენ.ვიზრდებოდი ორ დასთან ერთად.მყავს  ბავშვობის  დროინდელი ბევრი მეგობარი, მათთან ერთად ძალიან მხიარულად ვატარებდი დროს. ბავშვობაში ბევრს ვკითხულობდი და კარგად ვსწავლობდი , მაგრამ გართობაც ძალიან მიყვარდა.საერთოდ ძალიან ბედნიერი და ჰარმონიული ბაშვობა მქონდა.

Thursday, August 11, 2011

თინათინ მაჭანკალაძე


დავიბადე ქ. ამბროლაურში 1981 წელს.  ვიზრდებოდი მშობლებთან და დასთან ერთად ორი წლის ასაკიდან  დავდიოდი ამბროლაურის N2 საბავშვო ბაღში.1987 წელს შევედი ამბროლაურის N2 საშუალო სკოლაში, რომელიც დავამთავრე 1998 წელს.ძალიან მიყვარდა ჩემი კლასი და მეგობრები.მქონდა მხიარული ბავშვობა.სკოლის პარალელურადვცეკვავდი ამბროლაურის კულტურის სახლთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ „თარიკონში“. ჩვენი ანსამბლი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა რესპუბლიკურ ფესტივალში. ძალიან მენატრება ბავშვობის  ეს პერიოდი.

ქეთო გვენცაძე


დავიბადე 1969 წლის 7 ივნისს ამბროლაურის რაიონის სოფელ თლუღში.ვიზრდებოდი მშობლებთან და და–ძმასთან ერთად.მქონდა ძალიან უდარდელი და უზრუნველი ბავშვობა.ჩემი საყვარელი ადგილი იყო სახლი და სკოლა.ძალიან მიყვარდა ახლობლებისა და მეგობრების წრეში ყოფნა.მყავდა ბევრი კარგი მეგობარი.ვიყავი ცოტა მორცხვი და ამავე დროს ცელქიც.ბავშვობა ყოველთვის ტკბილად მომაგონდება. 

შორენა სანთელაძე

დავიბადე ქ თბილიში.დავამთავრე 71-ე საშუალო სკოლა.ბავშვობა მქონდა ძალიან ლამაზი მიყვარდა მეგობრებთან ერთად ყოფნა და თამაში.ვიყავი ძალიან ცელქი და მხიარული ბავშვი.

Wednesday, August 10, 2011

თამაზ სურგულაძე

თამაზ სურგულაძე



ნანი ბეშიძე

ჩემი ბავშვობა



დავიბადე რაჭის ულამაზეს სოფელში.ხვავითა და ბარაქით სავსე თვეში.სიყვარულით სავსე ოჯახში.ყველაზე პატარა  გოგონას დიდი მზრუნველობით და სიყვარულით „ფოფინებით“ მზრდიდნენ,რადგან ჩემი და–ძმანი უკვე დაოჯახებული იყო,.მე თავს ვგრძნობდი,როგორც დედისერთა,(რადგან მათთან ერთად ერთი დღეც არ მითამაშნია),მაგრამ სამაგიეროდ   „მშობლები“ კი ბევრი მყავდა,ისინი თავიანთ შვილებთან ერთად  მზრუნველობით მზრდიდნენ.ჩემი ბავშვობა  „ოქროს“ ხანა იყო.